სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემა ამ ხელისუფლებიდან არ დაწყებულა, ნამდვილად ჩვენი მძიმე ჯვარიც არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემა არ არის მარტო ამ ხელისუფლებიდან დაწყებული პრობლემა, ნამდვილად ჩვენი მძიმე ჯვარიც არის ამ ყველაფერში, მე არ გამიჭირდება ამის თქმა და ზოგადად, 30 წელი არის, რომ მთავარი არსი, რაც არის საერთოდ, ციხეში ადამიანს იმიტომ უშვებ, რომ იმედი გაქვს, გამოასწორებ, როგორც ევროპის ქვეყნებშია, ჩვენთან პირიქით არის, ჩვენთან ციხიდან ადამიანი შეიძლება ბევრად უარესი გამოვიდეს. ჩვენი ციხე ადამიანს რეალურად ანადგურებს",- განაცხადა ანა წითლიძემ.