მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა და იმდენად სარისკოა მისი გადაყვანა თუნდაც ციხეში, წარმოუდგენელი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო სახალხო დამცველი, ამაზე თვალი დაეხუჭა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი შეიძლება იყოს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ აქვს, ფაქტობრივად ყველა იმ დასკვნაზე პასუხი არის, რომელზეც უარყოფითს იძახდა „ქართული ოცნება“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა და იმდენად სარისკოა მისი გადაყვანა თუნდაც ციხეში, წარმოუდგენელი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო სახალხო დამცველი, ამაზე თვალი დაეხუჭა",- განაცხადა ანა წითლიძემ.