საკმაოდ ჯიუტი ვარ იმისთვის რომ „გაუგებრობებმა" ვერ გამაჩეროს, როდესაც საქმე ეხება ჩემს ნანაშ ნინას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი "გაუგებრობა" შემხვდა მას შემდეგ რაც მეგრული, სვანური, ლაზური წოვათუშურის გადარჩენის საკითხი დავაინიცირე.
ცხადია ამისთვის მზად ვიყავი და ვარ.
მე საკმაოდ ჯიუტი ვარ იმისთვის ამ "გაუგებრობებმა" ვერ გამაჩეროს როდესაც საქმე ეხება ჩემს ნანაშ ნინას.
ეს თემა უნდა იყოს მაკონსოლიდერებელი და არა გამყოფი - მე ასე ვუყურებ ამ საკითხს და ვიცი ასეც იქნება.
"ახლა ამის დრო" არ არის არც ესაა ჩემთვის არგუმენტი.
მადლობა ყველა იმ ენათმეცნიერს და აკადემიკოსს ვინც ჩემი გამოსვლის შემდეგ დამირეკა და ამ ენების გადარჩენის საკითხში მხარდაჭერას შეგვპირდა.
რინა მარგალურ, შონურ, ლაზურ დო წოვა თუშურ ნინებს,- წერს ანა წითლიძე.