"გირჩის" წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის არადამაჯერებელია ის განმარტება, რომელიც ლობისტური კომპანიის დაქირავების მიზნების შესახებ ნიკა გილაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, ამ კამპანიის მიზანი ქვეყნის საინვესტიციო მიზიდულობის პოპულარიზაცია იყო.
"გილაურის ახსნა, რომ ეს იმისთვის კეთდება, რათა ინვესტიციური კლიმატი გაუმჯობესდეს საქართველოში, იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, ცხადია, რომ მე ვერ დავიჯერებ ამას. რადგან მე ამის არ მჯერა, ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს: ყველაფერი შეიძლება იყოს - დაწყებული ჩვეულებრივი პოლიტიკური ლობიზმით, ცალკეული პარტიის სასარგებლოდ, მაგალითად.
ქვეყანაში პოლიტიკური ლობიზმი არის აკრძალული, FARA ეხება პოლიტიკურ ლობიზმს. ამიტომ, შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს FARA-სნაირი კანონი შინაარსობრივად, სანამ პოლიტიკური ლობიზმი არ იქნება ლეგალური," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.