როგორც კი „ოცნების“ წევრებს პერსონალურ სანქციებს დაადებენ, ეგრევე ევროპაში გაიქცევიან და დაიწყებენ მოყოლას, სინამდვილეში როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ზუსტად ვიცი „ქართული ოცნების", განსაკუთრებით მაჟორიტარები არიან ძაან მდიდარი ტიპები, რომელთა უამრავ მათგანს აქვს უძრავი ქონება ევროპაში. ბევრს აქვს პარიზში, ბარსელონაში და ა. შ... სახლები. ზოგმა ბიზნესით იყიდა, ზოგმა აქ მოიპარა და იქ იყიდა. ნებისმიერი, ყველა მათგანი, ზუსტად რაც ვიცი, იმას გეუბნებით, შაბათ-კვირას საგულაოდ ევროპაში დადიოდა. ერთი ხელით აქ იპარავდნენ, მეორე ხელით ევროპელებს ლანძღავდნენ, თან ევროპაში დადიოდნენ და დაგულაობდნენ აქეთ-იქით. აი მაგათ პერსონალურ სანქციებს რომ დაადებენ, მერე დედამიწამ უკუღმა უნდა დაუწყოს ტრიალი, ისეთი რაღაც უნდა დაუმტკიცო ამ ხალხს რომ ეს სანქცია მოგიხსნან, და როგორც კი მაგათ სანქციას დაადებენ, ეგრევე გაიქცევიან ევროპაში და დაიწყებენ მოყოლას, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ სინამდვილეში",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.