უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გეგმავს, მოიცავს 4 ძირითად პუნქტს და კიდევ მუხლს, რომლის შესრულებაც ომის შემდეგ იქნება აუცილებელი.
„მე მოვამზადე რამდენიმე პუნქტი. ოთხი მათგანი ძირითადი პუნქტია. პლუს ერთი, რომელიც გვჭირდება ომის შემდეგ. ასე რომ, მე მას ბაიდენს გავუზიარებ. საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე, ძალიან ძლიერ სამხედრო მხარდაჭერაზე, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენთვის. საუბარია ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მზად ვართ“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინის გეგმას და თუ ის და მისი გუნდი დაამატებენ მუხლებს, რაც გააძლიერებს უკრაინის პოზიციას, კიევი მზად იქნება მის მისაღებად.