უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის რეგიონში რუსი სამხედროების კონტრშეტევაზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, რუსი სამხედროების „სწრაფ შეტევით მოქმედებებს“ არ გამოუღია რაიმე სერიოზული შედეგი.
„კურსკის მიმართულებით რუსებმა დაიწყეს სწრაფი შეტევითი ოპერაციები, მათ სურთ იქ 60-70 ათასი ადამიანის გამოყენება. ჩვენ ვიცით სადღაც 40 ათასის შესახებ, რომ იქ ჰყავთ. მათ სურდათ სწრაფი გარღვევა...ამას აკეთებენ, მაგრამ სერიოზული წარმატება ჯერ არ გვინახავს. ჩვენი სამხედროები გმირულად უმკლავდებიან და აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი სხვა სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ CNN-ის ჟურნალისტ ფარედ ზაქარიასთან საუბრისას იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES).
უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. ორიოდ დღის წინ ცნობილი გახდა რუსული ძალების კონტრშეტევის შესახებ.