„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ყირიმის პლატფორმის“ სხდომაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ ეს გეგმა თავის მოკავშირეებს მეორე სამშვიდობო სამიტის წინ წარუდგინოს.
„პარტნიორები თუ მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი. რისთვის არის ეს გეგმა? ეს უკრაინას გააძლიერებს და, ჩემი აზრით, ამას ექნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს მიმდინარე თვის ბოლოს წარუდგენს.
თარგმანი: პირველი არხი