უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს. მანამდე რუსების კონტრშეტევის დაწყების შესახებ მხოლოდ არაოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კურსკში მოვლენები „უკრაინული გეგმის“ მიხედვით ვითარდება.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღადგინა კონტროლი“ ათ დასახლებულ პუნქტზე, რომლებიც ადრე უკრაინის არმიამ დაიკავა.
წინა დღეს უკრაინულმა პროექტმა „დიფსთეითმა“ დაწერა, რომ კურსკის ოლქში რუსეთის არმიის შეტევითი მოქმედებების დროს რუსულმა ჯარებმა შეძლეს ჯავშანტექნიკის გადაყვანა მდინარე სეიმზე და რეგიონის უფრო პატარა მდინარეებზე.
კურსკთან რუსეთის არმიის კონტრშეტევის შესახებ რუსული პრო-სამხედრო ტელეგრამ არხებიც იტყობინებოდნენ. გარდა ამისა, ინფორმაცია ათი დასახლებული პუნქტის „გაწმენდისა და რუსული ჯარების მიერ კონტროლის აღდგენის“ შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმაც.
თარგმანი: პირველი არხი