უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა.
ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ.
"დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია, გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ. ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელს და უცხოელს, ვინც იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას და პირობა დადო, რომ რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.
"უკრაინელები ყოველთვის აბრუნებენ ვალს, ვინც ჩვენს მიწას უბედურება უსურვა, მას სახლში მიიღებს დამატებითი პროცენტებით. ვისაც სურს ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვა, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს არ არის წინასწარმეტყველება, არც სხვისი უბედურებით სიხარული, ეს არ არის ბრმა შურისძიება, ეს არის კანონზომიერება. სამართლიანობა. ბუმერანგი ბოროტებისთვის", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.