დამნაშავეებს, რომლებმაც ჩვენს სახლში ნანგრევები მოიტანეს, ექნებათ ნანგრევები საკუთარ სახლში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ ომში ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის, ჩვენი საკუთარი თავისუფლების და ღირსების, საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი სახელმწიფოს და იმის უფლებისთვის, რომ დამნაშავეებს, რომლებიც მოვიდნენ უკრაინის დასანგრევად და მოიტანეს ნანგრევები ჩვენს სახლში, ნამდვილად ექნებათ ნანგრევები საკუთარ სახლში. უკრაინის ისტორიულმა გზამ და ჩვენი ეროვნული ფერების სულისკვეთებამ გვასწავლა, რომ უკრაინა ძლიერდება და თავის მიზნებს აღწევს მხოლოდ იმ პირობით, როდესაც ჩვენი ხალხი ნამდვილად ერთადაა, ერთიანია ლურჯ-ყვითელი დროშისთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.