ერთი სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.
ამ განცხადებით მან გაიმეორა ადრე ნათქვამი სიტყვები, რომ კიევი არანაირ სამშვიდობო წინადადებას არ მიიღებს, რომელიც კონფლიქტის გაყინვას მოემსახურება, ვინაიდან გაყინული კონფლიქტი ახალ ომს გულისხმობს, უბრალოდ დროის საკითხი იქნება, თუ როდის.
ზელენსკიმ თქვა, რომ მისი პოზიციის შესახებ პარტნიორები ინფორმირებულები არიან.
“დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.
ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა,” - განაცხადა ზელენსკიმ.