უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება".

"რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.