უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუნდესტაგის მიერ ფრიდრიხ მერცის კანცლერად დამტკიცებას X-ზე გამოეხმაურა.
"გულწრფელად ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის ახალ ფედერალურ კანცლერად არჩევას.
უკრაინა ღრმად მადლობელია გერმანიისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის. თქვენმა დახმარებამ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გერმანია კიდევ უფრო ძლიერი გახდება და ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ გერმანულ ლიდერობას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საკითხებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სასწორზე დგას ევროპის მომავალი – და ის ჩვენს ერთობაზე იქნება დამოკიდებული.
ბატონო კანცლერო, გისურვებთ წარმატებას იმ გზაზე, რომელიც წინ გელით", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
I sincerely congratulate @_FriedrichMerz on his election as Germany’s new Federal Chancellor.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 6, 2025
Ukraine is deeply grateful for the support of Germany and its people. Your helping hand has saved thousands and thousands of Ukrainian lives.
We sincerely hope that Germany will grow…