უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია.

„გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში, თუნდაც დღეიდან და უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 30 დღე, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ზეწოლა არ გაიზრდება, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის დასასრულებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„ჩემი აზრით, თუ უკრაინა ძლიერია, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველა ინსტრუმენტი აქვთ. შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის კავშირის შენარჩუნება უმაღლესი პრიორიტეტია. რუსეთის იძულება, დათანხმდეს ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას, ასევე, პრიორიტეტული ამოცანაა. მე ვფიქრობ, რომ ზეწოლის დონე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ალიანსზე და მის სიძლიერეზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.