უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტნთან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბარ შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის იზოლაციას და გაახანგრძლივებს ომს უკრაინაში.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ პრეზიდენტის ოფისიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თანახმად, შოლცმა წინასწარ აცნობა ზელენსკის, რომ აპირებდა საუბარს პუტინთან. თუმცა, ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ ეს ზარი დაეხმარებოდა პუტინს იზოლაციის შემცირებაში.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება პუტინს, შეამცირებს მის იზოლაციას. პუტინი არ ეძებს რეალურ მშვიდობას, მას სურს შესვენება. საუბარი პუტინს მისცემს შესაძლებლობას შეცვალოს სცენარი და გააგრძელოს ომი. ეს არ მოიტანს მშვიდობას, რადგან პუტინი გაიმეორებს ტყუილებს, რომლებსაც წლებია ამბობს და იგრძნობს, რომ ის აღარ არის იზოლირებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყარომ.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.