კურსკის რეგიონში ჩრდილოკორეელების რაოდენობის ზრდას ვხედავთ, სამწუხაროდ, არ შეინიშნება ჩვენი პარტნიორების რეაგირების გაძლიერება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთავარსარდალთან, გენერალური შტაბის უფროსსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო ვითარება განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი დონეცკის მიმართულებებს დაეთმო.

„მოხსენება წარადგინეს რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული ჯარების შესახებაც. კურსკის რეგიონში უკვე 11 000 მათგანია. ჩვენ ვხედავთ ჩრდილოკორეელების რაოდენობის ზრდას, თუმცა, სამწუხაროდ, არ შეინიშნება ჩვენი პარტნიორების რეაგირების გაძლიერება. სხდომაზე განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საკითხი. ყველას შეუძლია, დაინახოს, თუ რამდენად გაიზარდა რუსების მიერ „შაჰედების“ და საავიაციო ბომბების გამოყენება. ეს ტერორი ყოველთვიურად იზრდება. ჩვენ გვჭირდება მეტი დახმარება, მათ შორის: დრონებით „შაჰედების“ ჩამოგდების რეალური პრაქტიკის დანერგვა, ჩვენი ძალების ისეთი განვითარება, რომ საბოლოოდ გადაწყდეს რუსული საავიაციო ბომბების პრობლემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი.