უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა არჩია. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა სკანდინავიური ქვეყნების წამყვანი მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას European Pravda ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. ჯერ ტერიტორიის ნაწილის წაართვა, შემდეგ კი პოლიტიკა და ხელისუფლება შეცვალა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა დღეს საქართველოში გაიმარჯვა. ჯერ საქართველოს ნაწილი წაართვა, მერე პოლიტიკა და ხელისუფლება შეცვალა და ახლა ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით. პუტინის წინააღმდეგ სანქციები არაა დაწესებული და საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანია არ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ პოლიტიკა შეცვალეს. რუსეთმა დღეს მოიგო. წაართვეს საქართველოს თავისუფლება", - აცხადებს ზელენსკი.