უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტურია "დაჩქარებული სცენარის" შემთხვევაში.

მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე უარს არ იტყვის უარს, რადგან ეს ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

"ევროკავშირი უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ის ასევე ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება დოკუმენტებში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღად 2027 წლის მითითებას, ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს თარიღი ეფუძნებოდა უკრაინის გაწევრიანებისთვის ტექნიკური მზადყოფნის მოლოდინებს. 

"მე ვკითხე დიპლომატებს: როდის ვიქნებით ტექნიკურად მზად? ტექნიკურად 2027 წელს ვიქნებით მზად. ჩვენ დაინტერესებული ვართ დაჩქარებული პროცესით. სხვა კანდიდატები არ არიან ომში და არ ჰყავთ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც დაბლოკავდა მათ მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში. რუსეთი ამას დაბლოკავს, ეს აშკარაა. მას სურს, რომ უკრაინა არც NATO-ში იყოს და არც ევროკავშირში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იქნება", – განმარტა ზელენსკიმ.