უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ენერგეტიკული რეალური პაკეტებით. ვაფასებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მსჯელობა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ასევე შედეგს მოიტანს“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისივე თქმით, ლიდერების საუბარი ასევე შეეხო დიპლომატიურ ძალისხმევას და მოლაპარაკების პროცესს.
„შეხვედრები საამიროებში კონსტრუქციული იყო და უკვე ამ კვირაში დიალოგი გაგრძელდება. უკრაინას სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს ომი და მზად არის, 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. ასეთივე მზადყოფნა უნდა იყოს რუსეთის მხრიდანაც“, – აცხადებს ზელენსკი.
თარგმანი: პირველი არხი











