უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველასთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტი იქნება. ის ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში რეალურად გაწევრიანება 2027 წელს მოხდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ავსტრიის ფედერალურ კანცლერ კრისტიან შტოკერთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
კერძოდ, ზელენსკიმ ავსტრიის კანცლერს მიაწოდა ინფორმაცია გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრების შესახებ.
"პირველ რიგში, მხარეებმა სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრეს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ბოლოს და ბოლოს, ევროპის საერთო სიძლიერე შესაძლებელია, კერძოდ, უკრაინის წვლილის წყალობით უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში.
სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე - 2027 წლის შესახებ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს დაუჭერენ ჩვენს პოზიციას. ბატონი კანცლერი მოვიწვიე უკრაინაში ჩვენი დიალოგის გასაგრძელებლად, უკვე პირადი შეხვედრის დროს", - აღნიშნა ზელენსკიმ.








