ჩვენს ცაში „შაჰედები“ ცხადყოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ, – ამის შესახებ ასე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადებას, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 19 აპრილის 18:00 საათიდან – 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას, ეთამაშოს ადამიანების სიცოცხლეს – ამ წუთებში უკრაინაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაზე რუსული დრონები აღმოაჩინეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ჩვენს დასაცავად. ჩვენს ცაში „შაჰედები“ ცხადყოფს პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ“, – წერს ზელენსკი.

თარგმანი: პირველი არხი