ჩინეთი რუსეთს არტილერიითა და დენთით ამარაგებს, ასევე ეხმარება იარაღის წარმოებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინელები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გარკვეული იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან საუბრისას მან სიტყვა მისცა, არ გაყიდდა და არ გაუგზავნიდა იარაღს რუსეთს.

„მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ინფორმაციას. ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები ჩინეთისა და რუსეთის ამ სამუშაოზე, რათა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს ცუდი ფაქტებია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წიაღისეულის შესახებ შეერთებულ შტატებთან განზრახვის მემორანდუმი შესაძლოა, დღეს ონლაინ გაფორმდეს.

„ჩვენი განზრახვები არის პოზიტიური, კონსტრუქციული, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ამიტომ, განზრახვის მემორანდუმი, არა თავად შეთანხმება, არამედ განზრახვის მემორანდუმი, დღეს შეიძლება ონლაინ გაფორმდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი