უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი კვირის ბოლოს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს.
„ვიცით, რისთვის ემზადება რუსეთი. გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან და სპეციალური სამსახურებიდან. კვირის ბოლოს, აღდგომის დღესასწაულზე მოსალოდნელია თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 18 მარტიდან 30-დღიან მორატორიუმს დაიცავდა და ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშს არ განახორციელებდა. ამავდროულად, ორივე მხარე, კიევიც და მოსკოვიც ერთმანეთს მორატორიუმის დარღვევაში თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებენ.
თარგმანი: პირველი არხი