უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ "ხარკოვის ოპერაციის" განხორციელება ვერ შეძლო, რაც, მისი თქმით, "მნიშვნელოვანი შედეგია".

"ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე შემოდიან და ხარკოვის რეგიონს ატერორებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, "ხარკოვის მიმართულება გაძლიერდა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება".

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მუშაობს უკრაინის არმიისთვის მეტი რეზერვის უზრუნველსაყოფად.

10 მაისის დილით რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონში, უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ შეტევითი ოპერაციები დაიწყეს. მათ მოახერხეს რამდენიმე სოფლის ხელში ჩაგდება, ახლა კი ბრძოლები ქალაქ ვოვჩანსკის გარშემო გრძელდება. უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ 8 ივნისის მონაცემებით, ვოვჩანსკის "უმეტესობას" კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების აკონტროლებენ.