უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა გაყინული კონფლიქტი არის ნელი ომი ან ნელი ოკუპაცია. ამის შესახებ მან Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი ამა თუ იმ მიზეზით გალღვება. ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს. მისთვის საჭიროა პაუზა, რომ გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე. რომ გაიგოს, სად აქვს დეფიციტი.

ჩვენ ეს ვიცით. ჩვენც მსგავსი დეფიციტი გვაქვს, რომელზედაც ღიად ვსაუბრობთ. რუსეთს უფრო მეტი ტექნიკა აქვს, ვიდრე ჩვენ, თუმცა მათ აქვთ გამოცდილი სამხედრო პერსონალის, საარტილერიო ჭურვების და რაკეტების დეფიციტი.

ამიტომ პაუზა სარგებელს მათ მოუტანს და არა ჩვენ. უფრო გაძლიერდებიან, რის შემდეგაც, როგორც ნორმანდიის შეთანხმებაში იყო, ძალებს აღიდგენს და წამოაყენებს ულტიმატუმებს: აღიარეთ ყველა დაპყრობილი ტერიტორია, არ შეხვიდეთ NATO-ში, დაივიწყეთ ევროინტეგრაცია, მსგავსი პირობა ბევრი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.