მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაეროს წესდების შინაარსს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ყირიმის პლატფორმა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს წესდების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაეროს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია და ასე გაგრძელდება", – განაცხადა ზელენსკიმ.