უკრაინა არ განიხილავს ნატო-ში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, თუმცა ზოგიერთ პარტნიორს შეიძლება, ჰქონდეს ასეთი აზრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მედიაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შემთხვევითი არ არის.
„ისინი პირდაპირ არ მელაპარაკებიან ამ საკითხებზე, მაგრამ მედიის საშუალებით, რა თქმა უნდა, ამოწმებენ მის გრადუსს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკრაინულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამავდროულად, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა მოლაპარაკებაზე უკრაინა ახლა უსაფრთხოების გარანტიების საკითხს აყენებს.
კითხვაზე, ვარაუდობს თუ არა, რომ უკრაინამ შეიძლება, დაიწყოს საუბარი ნატო-ში ნაწილობრივ გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: „ყველას ესმის, რომ რა გზაც უნდა გვქონდეს, იურიდიულად არავინ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებად. მეორე, რატომ ვუსვამ ხაზს ნატო-ში მიწვევას? იმიტომ, რომ ქვეყანას ეძლევა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. და ეს ჩემთვის ფუნდამენტური რამ არის: ომის დროს მიწვევის მიღება. მე მჯერა, რომ ეს არის ჩვენი შეთავაზებული პაკეტის ძლიერი ნაწილი“.
თარგმანი: პირველი არხი