უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რუსეთის ლიდერს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დიპლომატიური გზით დასრულება.
„დღეს პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისები, არამედ დიალოგიც კი ცარიელი და უშინაარსოა, რადგან მას არ სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება. პუტინი თითქოს მზად არის დიპლომატიისთვის, მაგრამ ამავდროულად სურს, რომ ჩვენი მიწის 30% მივცეთ. ვფიქრობ, ამ თამაშში აყოლა არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.