უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე პასუხს ამზადებს.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტმა ამ დარტყმას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.
„ყოველი ასეთი დარტყმა გვაბრუნებს ყველას გვაყენებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის საჭიროების წინაშე. ჩვენს თავდაცვის ძალებს საკმარისი რაოდენობის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი უნდა ჰქონდეს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ტერორისტები ზუსტად იქ, საიდანაც ისინი გვირტყამენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის „ოპტიმალური ანტიტერორისტული ტაქტიკა“, რომლის უფლებაც „თითოეულ პარტნიორს აქვს და რომელსაც თითოეული პარტნიორი აუცილებლად გამოიყენებს თავის დასაცავად“.