უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტი ფულის ამოღება უნდა უნგრეთის ჯიბიდან, უნდა, მეტი წარმატებით განახორციელოს ფულის ათვისება ევროკავშირიდან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნგრული მედიის ჟურნალისტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ეს მომდევნო ორი კვირა იქნება ძალიან რთული. უკრაინის პოზიცია ბრიუსელშიც მეორდება, ამიტომ, ორი ფრონტით გაიხსნება ზეწოლა და წნეხი უნგრეთზე უკრაინისა და ბრიუსელის მხრიდან.
ახლა მაინტერესებს, ბრიუსელში უკრაინის თხოვნით რა მოხდება. შეიძლება, უნგრეთს გაუწყვიტონ ის წყარო, რაც რუსეთიდან აქვს. ჩემი ვალია, ეს აღვკვეთო. ასევე მინდა, უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა აღვკვეთო. ძალიან მნიშვნელოვანია, მომდევნო ორი კვირა ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
თარგმანი: პირველი არხი