დონალდ ტრამპს ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე რობერტ ფიცოზე თავდასხმები მათი „ომის საწინააღმდეგო შეხედულებების“ გამო განხორციელდა.
„ყველა ეს თავდასხმა არის ომის საწინააღმდეგო, მშვიდობის მომხრე პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ომის მომხრე ძალები იმდენად მხარდაჭერილი და ორგანიზებული არიან, რომ ცდილობენ, გაასუფთაონ სცენა მშვიდობის მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა ორბანმა.