ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.
ვიქტრო ორბანი სოციალურ ქსელში წერს. „დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს“.
„მშვიდობის მისია 5.0. დიდი პატივი იყო პრეზიდენტ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში დღეს. განვიხილეთ მშვიდობის დამყარების გზები. დღის კარგი ამბავი, ის აპირებს მის მოგვარებას!” – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
Peace mission 5.0
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 12, 2024
It was an honour to visit President @realDonaldTrump at Mar-a-Lago today. We discussed ways to make #peace. The good news of the day: he’s going to solve it! pic.twitter.com/AiTRsdexM5