ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს უპასუხა წერილზე, რომელიც უნგრეთის მთავრობის მეთაურმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მისწერა. 

მიშელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებაზე.

„საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობა არანაირ როლს არ ასრულებს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი ევროპული საბჭოსგან მონაწილეობა მიიღოს კავშირის სახელით“, - წერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ორბანს.

მიშელმა ასევე უარყო ორბანის განცხადება, რომ ევროკავშირი უკრაინის მიმართ „ომის მსგავს“ პოლიტიკას ახორციელებდა.

„ეს არის სრულიად პირიქით არის. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო უკრაინა - მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავის ლეგიტიმურ უფლებას თავი დაიცვას“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მიშელმა განაცხადა, რომ „არანაირი დისკუსია უკრაინის შესახებ არ შეიძლება იყოს უკრაინის გარეშე“ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი „თანმიმდევრულად ცდილობდა მოეპოვებინა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.