ვენესუელამ მოხმარებაში საკუთარი კრიპტოვალუტა El Petro გაუშვა. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.
"კოლეგებო, რამდენიმე წუთში ჩვენ მოხმარებაში საკუთარ კრიპტოვალუტას El Petro გავუშვებთ, რომელიც გაამაგრებს ჩვენს ეკონომიკას", - წერს მადურო.
იმის შესახებ, რომ ვენესუელას საკუთარი კრიპტოვალუტა ექნებოდა, მადურომ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა. მისი მოსაზრებით, ეს გაზრდის ქვეყნის ფულად სუვერენიტეტს და ქვეყანას ფინანსური ბლოკადის დაძლევაში დაეხმარება. მადურომ აგრეთვე განაცხადა, რომ ახალი კრიპტოვალუტისთვის რესურსების უზრუნველყოფა ვენესუელის ტერიტორიაზე მოხდება, კონკრეტულად კი ეს იქნება ალმასები, ოქრო და ნავთობი.
2018 წლის იანვარში მადურომ კრიპტოვალუტის 100 მილიონი ერთეულის მოხმარებაში გაშვების ბრძანება გასცა, რომლის უზრუნველყოფაც ვენესუელის ნავთობის მეშვეობით მოხდება. მან აღნიშნა, რომ ყოველი El Petro-ს ღირებულება ერთი ბარელი ვენესუელური ნავთობის ფასის ტოლი იქნება.