ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ არასდროს გავწევრიანდებით მასში, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ ნატო დღემდე მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზეა დაფუძნებული, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის.
ზალუჟნიმ უარყოფითად შეაფასა ნატო-ს პოტენციალიც.
„სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია, სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად“, – განაცხადა მან.
ზალუჟნის განმარტებით, უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ნატო-ს ქვეყნებში არსებობს.
უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, ზალუჟნის აზრით, ეფექტური არა ნატო, არამედ სხვა კავშირებია.
ზალუჟნის აზრით, ეფექტური მექანიზმია ასევე უკრაინის წევრობა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) კოალიციაში.
მისივე თქმით, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მართვის ორგანოები 2015 წლიდან ჩამოყალიბდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ სუსტია და არ შეესაბამება საჭირო დონეს.




