ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის“ სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა.