ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ განაცხადა.
"ჩვენ კეთილ ადამიანებს სულელებს ვეძახით, არადა კეთილები ყველაზე ჭკვიანები არიან და გეტყვით რატომ. მე ასეთი მაგალითი მომყავს ხოლმე: 10 მეზობელი გყავს, 10-ვე გეზიზღება, როგორ ხასიათზე იქნებით? ცუდზე ცხადია. 10-ვე გიყვართ? -კარგზე. ესეიგი რა ხდება? რაც უფრო მეტ ხალხს ვერ ვიტან, ჩემი ჩემი ცხოვრების ხარისხი უარესდება და არა მათი. ჭკვიანი თუ ხარ, რატო უნდა მისცე უფლება რომ შენზე ამხელა გავლენა იქონიონ. აი მაგალითად, მე ვერ ვიტან მაგალითად ნიკას და დავინახე და ცუდად გავხდი, მას არ აინტერესებს"- განაცხადა მხეიძემ.




