განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით თანამშრომლობას.

ხაზი გაესვა საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაფართოებასა და მის მიმართ მზარდ ინტერესს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს.

ასევე აღინიშნა საქართველოსა და იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში იტალიური ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის დამატების შესაძლებლობაზეც.

შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და იტალიას შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, მასიმილიანო დ’ანტუონომ თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა დაადასტურა“,- აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.