"დღეს არსებობს ღია კარი და ღია დიალოგის შესაძლებლობა", - ამის შესახებ არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ დავით აბულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილია შესაძლებლობა, რომ სექტორის წარმომადგენლებმა პრობლემები პირდაპირ დააყენონ, ხოლო დიალოგის გზით მათი გადაჭრის გზები მოიძებნოს. აბულაძის განცხადებით, ასეთი თანამშრომლობა ბევრ საკითხს გაამარტივებს.

"მე მინდა, რომ გამოვიყენოთ ის შანსი, რომელიც აქვს ჩვენს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს არ არის ბიუჯეტი, ეს არის პერსონა, მისი შემადგენლობა - მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელსაც ღია აქვს კარი, ღია დიალოგის საშუალებაა, თუ გაქვს თავი, დასვი პრობლემა და შესაძლებელია ბევრი რამ ადვილად მიიღწეს. ადვილად, ვგულისხმობ, როდესაც არსებობს დიალოგი და გამოკვეთა პრობლემების და ამ პრობლემის შემდეგ გადაწყვეტის მოძიების გზები", - აცხადებს აბულაძე.