არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემა "დროებაში" ნათლიის როლი განმარტა.
"ნათლია არავის და არაფერს არ წარმოადგენს ეკლესიური გაგებით და თუ სიტყვა "ნათლიას" განვიხილავთ ქართულში, არასწორი ტერმინია. ნათლია როგორ უნდა გვესმოდეს - ნათლისმომცემელი? ნათელს ის არ აძლევს, ნათელს მღდვლის მეშვეობით აძლევს სულიწმინდა, გამოდის ნათლობის მოწმე. მეგრულში არის "მორდია", გამზრდელი, გაზარდეო.
ნათლია ვინ იყო და საიდან მოვიდა: ძველად ასეთი ქრისტიანობის მიღება, ქრისტიანობაში უნდა შესულიყავი, როგორც დიდ ჯგუფში, აი დიდი პარტია რომ იყოს და პარტიის წევრად რომ მიგიღონ. ეს ტერმინი ქრისტიანობიდან მოდის, უნდა შემოწმებულიყავი რამდენად გწამდა, რამდენად გინდოდა ქრისტიანული ცხოვრება"- განაცხადა არქიმანდრიტმა.




