2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 80%-ით შეამცირა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში, პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რა თქმა უნდა, ომამდე ჩვენ ძალიან ვიყავით დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთმა ისარგებლა ამ დამოკიდებულებით და ენერგეტიკა იარაღად აქცია", - თქვა მან.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ცდილობდა "ევროპის შანტაჟს", მაგრამ "ევროკავშირის ერთიანობის წყალობით" ვერ შეძლო. მან აღნიშნა, რომ კავშირმა რუსული გაზის მიწოდების შემცირების კომპენსირება ელექტროენერგიის შეწყვეტის გარეშე, "სანდო მომწოდებლების" დახმარებით, შეძლო.
"ამ შრომამ შედეგი გამოიღო. დღეს გაზის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამდე იყო", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის გაზსაცავები ახლა 83.5%-ით სავსეა.