მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა.
მას სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა და მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.