ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიასა და გრენლანდიელ ხალხს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რვა ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო, ტარიფები დააანონსა.
ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია.
ისინი აუცილებელია ევროპისთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ჩვენ მუდამ ხაზს ვუსვამთ ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, მათ შორის NATO-ს მეშვეობითაც.
დანიის წინასწარ შეთანხმებული წვრთნა, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს.
ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიასა და გრენლანდიელ ხალხს. დიალოგი კვლავ რჩება აუცილებელ ნაწილად და ჩვენ მზად ვართ, რომ გაგრძელდეს გასულ კვირას დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის დაწყებული პროცესი.
ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და გააჩენს სახიფათო, დაღმავალი სპირალის საფრთხეს. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.








