ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ბრიუსელი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს.

მისი თქმით, ირანელ ხალხს ევროკავშირის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„ახალგაზრდების მკვლელობა ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენ განვიხილავთ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას. ეს სანქციები მწვავეა. ისინი ასუსტებენ რეჟიმს და ხელს უწყობენ ამ რეჟიმის დასასრულს და ცვლილებების მიღწევას. ირანის ხალხი მამაცურად იბრძვის ცვლილებებისთვის. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ. მათ ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ. ისინი ასევე გვთხოვენ, რომ სიაში შევიტანოთ არა მხოლოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, არამედ სხვებიც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სისასტიკეებზე. ისინი გვთხოვენ მათ დასახელებას და ირანში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მე სრულად მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია და დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.