რუსულმა ძალებმა ხერსონში მიკროავტობუსზე დრონით იერიში მიიტანეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
ინფორმაციას გამოცემა უკრაინული მედია ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, იაროსლავ შანკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაახლოებით 15:11 საათზე, რუსმა სამხედროებმა ცენტრალურ რაიონში მიკროავტობუსს დრონით შეუტიეს. დარტყმის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრები იმყოფებოდნენ“, – წერს იაროსლავ შანკოზი.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.









