ჩხოროწყუში ადგილობრივ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის მასპინძლები და სტუმრები ჩხოროწყუს ცენტრში არიან შეკრებილები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. დღის განმავლობაში აქ მოწყობილი იყო ეთნოსივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენები, ჩატარდა საბავშვო, გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.
საღამო ჯგუფ "ურსას" კონცერტით დასრულდება, მანამდე კი ჩხოროწყუს 12 საპატიო მოქალაქეს დააჯილდოებენ.
"მე მინდა ჩემს ჩხოროწყუელებს ვუსურვო მშვიდობა, ხვავი, ბარაქა. დღეს როგორც ბედნიერი სახეები ვნახე, მინდა, რომ მუდმივად ვნახო ასეთი წარმატებულები და გაღიმებულები. მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, მაგრამ ერთობით, ერთად დგომით ჩვენ დავძლევთ ყოველივე ამას", - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.










