ასტანაში ATP 250-ის 1/4-ფინალური შეხვედრები დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელის, მსოფლიო რეიტინგში 128-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/4-ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 79-ე ჩოგანი, ფრანგი ადრიან მანარინო იყო.
შეხვედრა ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ადრიან მანარინო 6:3,6:1
ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ სტეფანოს ციციპასს (№39) და ავსტრალიელ ჯეიმს დაკვორთს (№72) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




