უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევის დროს დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.

"უროჟაინოე გაათავისუფლეს. ჩვენი მცველები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაციები გრძელდება", - წერს იგი Telegram არხზე.

14 აგვისტოს ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მახლობლად მდებარე მცირე ტერიტორია დაიბრუნეს.

რუსული ბატალიონის "ვოსტოკი" Telegram არხმა უროჟაინოეს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს დილით გაავრცელა.