რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტია და მასალის მიღებაზე ქვეყანა მოლაპარაკებებს მიანმართან, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აწარმოებს, -  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"სამხედრო დაზვერვას აქვს დოკუმენტები რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობისა და განზრახვების შესახებ საბრძოლო მასალის, რაკეტების, სხვა აღჭურვილობისა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში დაიწყო საბრძოლო მასალის დეფიციტი. ვიცით, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ ირანთან. მოლაპარაკებები მიანმართან, აფრიკის კონტინენტის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმდინარეობს. მათ გაგზავნეს თავიანთი დელეგაციები - თავდაცვის სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური და სხვა უწყებები, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა და სხვა იარაღი“, -  თქვა სკიბიცკიმ

მისივე თქმით, ამ დროისთვის ზოგიერთ ქვეყანას რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგებს ელოდებიან.